u/niklito2

▲ 3 r/Politika_Debatebi+1 crossposts

რელიგიის მიმართ ქართველების ბრმად ნდობა

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 82-85 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მოსახლეობის 38-42 პროცენტი კი 50 წელს გადაცილებულია. ჩემი აზრით, არასწორი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანები შედარებით ნაკლებად პროგრესულად ფიქრობენ, რადგან მათ განათლება მიღებული აქვთ საბჭოთა კავშირში, ქვეყანაში სადაც აკრძალული იყო ბიბლიის, ყურანის ან სხვა წმინდა ტექსტების სწავლება და სადაც განათლების სისტემა მიმართული იყო სახელმწიფო ათეიზმისკენ.

ეს ყველაფერი გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდიოდა ქართულ კულტურასა და იდენტობასთან, რადგან როგორც ვიცით ქართველები განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ქრისტიანობით. ამ შეზღუდვებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ქრისტიანობის ღიად დეკლარირება და მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შეუძლებელი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საქართველოში რელიგიური თავისუფლების დამკვიდრებისთანავე ხალხმა დაიწყო პატრიარქისა და ეკლესიის თითქმის ბრმა მხარდაჭერა. ჩემი აზრით სწორედ ამ ბრმა მხარდაჭერის შენარჩუნება ზიანს აყენებს დღევანდელ საქართველოს მდგომარეობას. მოსახლეობის დიდი ნაწილი არ სვამს კითხვებს იმაზე ვინ არიან დღეს ცნობილი სასულიერო პირები, რატომ და როგორ აქვთ მათ ამხელა გავლენა, ძალაუფლება და ქონება.

50-60 წელზე გადაცილებული ადამიანები კი ხშირად თავს არიდებენ ამ კითხვების დასმას და თავს აჯერებენ რომ ისინი ქრისტიანები არიან და ცუდს არაფერს ჩაიდენენ, რომ ისინი არ შეიძლება იყვნენ კორუმპირებულები რადგან ქართველი ქრისტიანი ვაჟკაცი და სამართლიანი უნდა იყოს. მათ სჯერათ რომ ეკლესიას არ აქვს რეალური გავლენა პოლიტიკაზე რადგან საქართველო სეკულარული ქვეყანაა.

ზუსტად ეს კრიტიკული აზროვნება აკლია ქვეყანას. უნდა გავაკრიტიკოთ ის რისი გაკრიტიკებაც რთულია, რადგან სწორედ იქ არის ყველაზე მეტი პრობლემა, არეულობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

თუ მე ვცდები და არ მენდობით მაშინ დაუჯერეთ საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელიც გამეფდა 1089 წელს და ეკლესიის რეფორმა და კონტროლი დაიწყო 1103 წელს. მან მკაცრად გააკონტროლა მაღალი სასულიერო პირები, რამდენიმე ეპისკოპოსი თანამდებობიდან გადააყენა და ნაწილი დასაჯა ან გადაასახლა მათი კორუფციის გამო.

reddit.com
u/niklito2 — 7 days ago
▲ 41 r/Politika_Debatebi+2 crossposts

მეფე ბიძინა და მიტროპოლიტ იობი

საქართველოს 2026 წლის კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მიტროპოლიტ იობმა (აქიაშვილი), ხშირად იცოდა ყურადღების მიპყრობა ხმაურიანი განცხადებებით. ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადება, მეფესთან დაკავშირებით, მან სულ ახლახან, 2026 წლის 10 აპრილს, გააკეთა.
ქადაგებისას მან თქვა:
„ჩვენი მომავალი ნათელია. ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე — მეფე, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის.
არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში დაგვავიწყდა ჩვენი სამეფო დინასტია, ბაგრატიონთა სახლი. ჩვენ მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება… მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო. როდესაც მოხდება ეს მოვლენა, ჩვენ მოვესწრებით მას, და ჩვენი ერი გაიხარებს.“

წარმოგიდგენთ მეფე ბიძინა ბაგრატიონ-ივანიშვილს:

u/niklito2 — 9 days ago

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატა, სამწუხაროდ, ტრაგედიით დასრულდა.

1980-იანი წლები საბჭოთა კავშირში და მის შემადგენელ რესპუბლიკებში განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით გამორჩეოდა. საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტარული მიდგომები და ეროვნული უპირატესობის მიმართ დამთრგუნველი პოლიტიკა მოსახლეობაში უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევდა. საქართველოს კონტექსტში ამ პროცესებს განსაკუთრებით ექმნებოდა კრიტიკა ქართული ენის და კულტურის მიმართ, რასაც თავად საქართველოს მოსახლეობა დააქვეითებდა და ამ ფაქტორების ფონზე მათი გამოხატვის უფლება მოზრდილიყო.

1987 წელს, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად გააღვივა ე.წ. "მოხალისე მოძრაობა", რომლის მიზანი იყო ქართული ენის უფლებების დაცვა და საქართველოს კულტურული დამოუკიდებლობის აღდგენა. 1988 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩასახული პროგრამა, რომელიც ქართულ ენას ეროვნული სტატუსის მინიჭებას არ აპირებდა, ქართველი ხალხის მძაფრი პროტესტი გამოიწვია. სხვა რესპუბლიკებშიც მსგავსი ტიპის პროტესტები მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველო გამორჩეული იყო თავისი კოორდინირებული და ფართო მოძრაობით.

9 აპრილს, თბილისი დატრიალდა, როდესაც ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი მიტინგი გაიმართა, რომელშიც ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ქართული ენის კონსტიტუციური და ოფიციალური სტატუსის მინიჭება, რაც აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი იყო საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლებისთვის. საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიუხედავად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალადობრივი ღონისძიებების გამოყენება. დილით, 9 აპრილს, საბჭოთა არმიის და სპეცნაზის ძალებმა ქალაქში შეიჭრა და მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ ალყა შემოარტყეს.

მიტინგის დაშლის მცდელობამ, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა, სამწუხაროდ, ფართო სისხლისღვრა და მსხვერპლი გამოიწვია. 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც პირდაპირი შედეგი იყო საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებისა, ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტრაგედია განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მას მშვიდობიანი მიტინგი მოჰყვა, სადაც არავის არ სურდა ძალადობა. საქართველო 9 აპრილის შემდეგ გაემიჯნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ველზე, რადგან ამ მოვლენამ მთელი ქვეყნის საზოგადოებას გააცნობიერებინა, რომ მათი ბრძოლა თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისათვის მხოლოდ ერთიანობის ფასად შეიძლებოდა.

9 აპრილის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური ზეწოლა გაძლიერდა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საქართველოს მიმართ გაიზარდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ და რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების კუთხით კიდევ უფრო გააძლიერეს მათი ზეწოლა, თუმცა 9 აპრილი, ამავე დროს, ქართულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანი შოკი მიიღო, რომელიც განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა.

როდესაც განვიხილავთ 9 აპრილის ტრაგედიას, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ის გახდა საქართველოს პოლიტიკური და კულტურული თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. დღესდღეობით 9 აპრილი არ არის მხოლოდ ტრაგედია, არამედ დღე, რომელიც ახსოვს ქართველ ხალხს, როგორც იმ გამბედავი ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც საკუთარ წარსულში დანერგილ სისტემასთან იბრძოდნენ, რათა გააფართოვებინათ მათთვის მნიშვნელოვანი კულტურული და ეროვნული უფლებები.

9 აპრილი დღემდე რჩება ჩვენი ეროვნული ბრძოლების, ტკივილის, მაგრამ ასევე ერთიანობისა და თავისუფლების სურვილის სიმბოლოდ.

reddit.com
u/niklito2 — 1 month ago

USA Casualties and Losses:

Military Casualties:15

Civilian Casualties:0

Technology Losses:

At least 12 radar systems and satellite terminals destroyed or damaged

Multiple AN/TPY-2s destroyed or damaged

1 THAAD radar destroyed or seriously damaged

1 AN/FPS-132, 1 AN/TPS-59, 1 AN/FPS-117, 1 AN/MPQ-64 destroyed

1 MIM-104 Patriot AN/MPQ-65 radar and 1 AN/TPS-75 damaged

Israel Casualties and Losses:

Military Casualties:13

Civilian Casualties:27

Injured:7,183

Iran Casualties and Losses:

Military Casualties:6000+

Civilian Casualties:?

Injured:15,000

Technology Losses:

190+ ballistic missile launchers destroyed

155 naval vessels destroyed or damaged

Lebanon: 1,700+ killed and 4,812 injured

Iraq: 23 soldiers and 5 civilians killed, 85 injured

Kurdistan Region: 18 killed and 93 injured

United Arab Emirates: 2 soldiers and 11 civilians killed,219 injured

Kuwait: 4 soldiers and 6 civilians killed, 77 soldiers and 32 civilians injured

Palestine: 4 killed and 3 injured

Bahrain: 3 killed and 42 injured

Oman: 3 killed and 15 injured

Saudi Arabia: 2 killed and 16 injured

France: 1 soldier killed and several injured

Syria: 1 killed

Jordan: 19 injured

Qatar: 20 injured

Azerbaijan: 4 injured

https://preview.redd.it/knjiic2ke6ug1.png?width=531&format=png&auto=webp&s=58dcb4f9fe814004c58e8594e26a4208c70926ee

reddit.com
u/niklito2 — 1 month ago

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, უნდა შევხედოთ რეალობას ფაქტებით. მსოფლიო ბედნიერების რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა, უმუშევრობის დონე (~13–14 %) ბევრად მაღალია მსოფლიო საშუალოზე (~6–7 %), ხოლო განათლების ხარისხით ქვეყანა წამყვან ქვეყნებს შორის საერთოდ არ ფიგურირებს. ეს ყველაფერი აჩვენებს ერთ რამეს: ჩვენი სახელმწიფო სისტემა ვერ უზრუნველყოფს დამაკმაყოფილებელ ცხოვრებას მოქალაქეებისთვის. მთავარი კითხვა ასეთია, რა რეფორმებია საჭირო, რომ ეს მდგომარეობა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს?

1.ანტი-კორუფციული რეფორმა

საქართველოში კორუფცია სისტემურ პრობლემად იქცა, ამიტომ მასთან ბრძოლა მხოლოდ მკაცრი ინსტიტუციური ნაბიჯებით არის შესაძლებელი

  1. საეჭვო თანხების დაუყოვნებლივ გაყინვა გამოძიების დაწყებისთანავე

  2. საეჭვო კომპანიების გაუქმება, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკოსებთან

  3. იურიდიული დაცვა და სამსახურის შენარჩუნების გარანტია მამხილებლებისთვის, რომლებიც კორუფციის ფაქტებს აწყდებიან

  4. ფინანსური ჯილდო მამხილებლებისთვის, კორუფციის დამტკიცების შემთხვევაში

კორუფცია ვერ გაქრება, სანამ პოლიტიკოსები მართავენ სასამართლოებს. ამ რეფორმებით კორუფცია გახდება უფრო მავნე, ვიდრე მომგებიანი.

  1. საგანმანათლებლო რეფორმა

1.მასწავლებლების ხელფასის ზრდა რათა პროფესია გახდეს პატივსაცემი

2.არაკომპეტენტური მასწავლებლების განთავისუფლება

3.ეროვნული მაღალსტანდარტული ტესტები,რომლებიც მოსწავლეებს ზუსტად განუსაზღვრელი ცოდნის მიღებისაკენ უბიძგებს

4.კანონით დასჯა ნიშნის გაყალბების და ტესტების მანიპულაციისთვის.

5.დისციპლინის სწავლება დაწყებული პირველი კლასიდან

**3.**კრიმინალური რეფორმა

სწრაფი მართლმსაჯულების სასამართლოები ძარცვის, თავდასხმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევებისთვის, პროცესების დასრულება მკაცრი ვადებით (3–6 თვე)

2.კანონით გამკაცრებული სასჯელები უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის

  1. ციხეებში მკაცრი დისციპლინა, ხოლო კომუნიკაცია გარე პირებთან კონტროლირებადი, ოჯახის გარდა შეზღუდული

4.ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ანონიმური შეტყობინებების მხარდაჭერით

საქართველო ვერ გახდება ძლიერი, უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანა, თუ ეს რეფორმები არ განხორციელდება. სახელმწიფო ან იქნება ინსტიტუციურად ძლიერი, ან დარჩება ჩიხში.

reddit.com
u/niklito2 — 2 months ago

2024-

ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ბოლო დროს მიღებული კანონების (2024 წლის ივლისი) და პოლიტიკური მოვლენების გამო, რომლებიც დემოკრატიული სტანდარტებისა და ევროკავშირის ღირებულებებისგან გადახვევად აღიქმება.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება:

-

პაველ ჰერჩინსკი (ევროკავშირის ელჩი საქართველოში):

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აშკარა უკუსვლაა... და ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გამოცხადებულ მიზანთან“.

მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ევროპის საბჭოში გადაწყვიტეს, რომ საქართველოს გაწევრიანება „ჯერჯერობით შეჩერებულია“.

2024 წლის ბოლოს-

ევროკავშირის ოფიციალური პირების პოზიცია (ევროპარლამენტის ლიდერების ერთობლივი განცხადება):

მათ განაცხადეს, რომ „ნანობენ“ საქართველოს გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა აჩვენა დემოკრატიული უკუსვლა და გამოთქვეს შეშფოთება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.

ფაქტობრივი შეჩერება 2024 წლის არჩევნების შემდეგ

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ევროკავშირის დამკვირვებლებმა და საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა დარღვევების გამო გააკრიტიკეს, ევროკავშირის ფორმალური გაწევრიანების ნაბიჯები ფაქტობრივად შეჩერდა.

ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება:

პაველ ჰერჩინსკი: „საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო... ევროკავშირის ლიდერებმა შეაჩერეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ის შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველო განაგრძობს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას.“

2024 წლის ნოემბერი-

ფორმალური გაწევრიანების პროცესის გაგრძელების ნაცვლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო შეაჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მინიმუმ 2028 წლამდე.

უვიზო რეჟიმის შეჩერება ქართველი თანამდებობის პირებისთვის (2025–2026)

ევროკავშირმა შეაჩერა გარკვეული სავიზო პრივილეგიები საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რადგან საქართველომ ვერ შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის ვალდებულებებთან დაკავშირებული პირობები.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველო ევროპისა და ამერიკის მთავარი მოკავშირე გახდა კავკასიის რეგიონში და ეს სტატუსი 1993-2024 წლამდე შეინარჩუნა. ქართული ოცნების მმართველობამ გამოიწვია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ფაქტობრივი დანგრევა და ევროკავშირმა რეგიონში ახალი მოკავშირე, სომხეთი იპოვა. სანამ ჩვენ ჩავლპებით ირანთან,ჩინეთთან და რუსეთან ურთიერთობებში სომხეთი ევროპისკენ მიმავალ გზას დაადგება.

reddit.com
u/niklito2 — 2 months ago