▲ 1 r/Sakartvelo
ქართული AI ჩატბოტი
გამარჯობა მეგობრებო, რასაც ვხედავ ყველა დიდი და პოპულარული AI კომპანიებისგან ქართული ენის კარგი ჩატბოტი არ არსებობს, არც Gemini, Claude (კარგია მაგრამ ძვირია), და არც chatgpt, და მაინტერესებდა, როგორ ფიქრობთ კარგი იდეაა თუ არა რომ ქართული ჩატბოტი დატრეინინგდეს (Kona უკვე არსებობს მაგრამ ამას vision უნარი არ გააჩნია), რომელიც 30ჯერ იაფი იქნება სხვა კომპანიებთან შედარებით.
სამწუხაროდ პრობლემა ისაა რომ არ ვარ დარწმუნებული რამდენს მოუნდება თავიანთ პროდუქტში ამის დამატება, იქნება ეს e-commerce, Gym, hospitals, etc.
რამოდენიმე კომპანიას მივწერე, ასე 300 ამდე :) და სამწუხაროდ დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა, ან ახალი პროდუქტის ადაპტაციის ეშინიათ და მე არ მენდობიან, ან ბევრ შეტყობინებას არ იღებენ კლიენტებისგან (რომელიც პირადად მეეჭვება :) )
u/Expensive-Win-2051 — 1 day ago