u/Kakha_Prime

გამარჯობა, მაინტერესებს ვინმეს თუ შეგიმჩნევიათ ამ ბოლო რამოდენიმე თვეში დენის გადასახადის ზრდადება.

ზუსტ მისამართს არ ვიტვი მაგრამ დაახლოებით გლდანში ვარ და რამოდენიმე თვეა რომ 20-40 ლარით მეტი მოდის დენის გადასახადი იმისდა მიუხედავად რომ არ შეგვიცვლია ბინაში არაფერი.
არანაირი ელექტრონიკა არ დაგვიმატებია და არც წინა წლებზე მეტი არ გვიხმარია. არანაირი შეტყობინება ან განცხადება არ გვინახავს რომ ფასი გაზარდეს, და მაინტერესებს მარტო ჩვენთან ხდება ეს თუ სხვებსაც მოსვლიათ.

20-40 ლარი ზოგს შეიძლება ცოტა ეგონოს მაგრამ ადრე მაქსიმუმ 80 ლარს ვიხდიდით თვეში ახლა კი 100 ლარს ვერ ჩამობცდით, რაც სამწუხაროდ საოჯახო შემოსავალს ძალზედ ამცირებს.

reddit.com
u/Kakha_Prime — 1 month ago