u/lucky__777_

…

ხალხო, შეხედეთ ამ კადრებს და დაფიქრდით, სადამდე მივიდა ქვეყანა. საქართველოში ყოველდღე „ტრადიციებზე“, „სარწმუნოებაზე“ და „ეროვნულ ღირებულებებზე“ გველაპარაკებიან, რეალურად კი ნახეთ რა ხდება:
საკუთარი** გმირები ფეხებზე ჰკიდიათ,** ტირანებს** კი თავს უხრიან – ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ გმირებს სათანადო პატივსაც კი არ მიაგებენ, აქ კი ჩასულან ირანში და აიათოლას დაკრძალვაზე თავჩახრილები გლოვობენ.
საქართველოს
დროშას **მალავენ – ყაველაშვილს თურმე ირანში შარფი მოახვიეს, რომ პიჯაკზე დამაგრებული საქართველოს სახელმწიფო დროშა დაემალათ. მიზეზი? დროშაზე ჯვრები ახატია და იქ არ შეიძლება გამოჩენაო.
ანუ, საკუთარ ქვეყანაში ვითომ ქრისტიანობის დამცველებად მოგვაქვთ თავი, იქ კი ქვეყნის მთავარ სიმბოლოს, ხუთჯვრიან დროშას მალავთ, ოღონდ ვინმემ შენიშვნა არ მოგცეთ?
ეს არის ნამდვილი სირცხვილი და ამ რეჟიმის რეალური სახე. სარკეში ჩაიხედეთ, ვინც ამათ კიდევ ამართლებთ!
რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

u/lucky__777_ — 1 day ago