უმნიშვნელოვანესი კითხვა ყაველაშვილზე.
ყაველაშვილი აიათოლას დაკრძალვაზე ᲠᲐᲢᲝმ ტიროდა? კადრები ვნახე და სისხლი ამიდუღდა. ვინმემ მის ტვინში ჩამახედეთ, თუ საერთოდ აქვს. საქართველოს სირცხვილია. რაც მაგ ირანელებმა გვაწამეს და აგვაოხრეს.
რატომ უშვებენ მაგას სადმე საერთოდ? ჩაკეტონ და გადაგვარჩინონ მომავალი თავის მოჭრისგან. არ მესმის მიზეზი, რა. არ თქვათ ახლა, გული აუჩუყდა ადამიანის სიკვდილზეო. საქართველოს ამ საზარელ მდგომარეობაზე რატომ არ უჩუყდება გული? იმაზე აუჩუყდეს და იმაზე იტიროს, პედოფილების ბუდე რომ არის საქართველოში, ან ბავშვები შიმშილისგან რომ იხოცებიან. 14 წლის ბავშვები რომ მშობიარობენ ძალადობის გამო და ყველას ფეხებზე რომ კიდია. მაგაზე იტიროს.
ან აიათოლას დაკრძალვაზე რა უნდოდა? რა გვინდა იქ, ხალხო, რა?
სხვათა შორის, ირანს რუსეთთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვს. მართალია, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ 2008 წელს რუსეთის მხარეს იყვნენ. გვიშველეთ ვინმემ რა😭 თვალები აუცრემლიანდა ბიჭს.